|
2015-07-10 16:31:17, 499 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია გახსნა
საერთაშორისო დონის ლაბორატორია მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისთვის, - ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლალი მაძღარაშვილმა პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განხორციელდა უპრეცენდენტო პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოს საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვილი ლაბორატორია აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სურსათის უვნებლობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობის მეთაურმა პროექტის ხუთ თვეში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს და აღნიშნა, რომ მუშაობის მსგავსი ტემპები მისასალმებელია. „სურსათის უვნებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში არანაირი საქმიანობა არ ხორციელდებოდა. დღეს ჩვენ გავხსენით ახალი ლაბორატორია. ორი წლის განმავლობაში მილიარდ ლარამდე არის ინვესტირებული სოფლის მეურნეობის დარგში. ეს არის დანაპირები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას არჩევნებამდე მისცა და ეს არის საქმე, რომელიც რეალურად ჩანს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სურსათის უვნებლობას, ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, მოსახლეობას, ასევე ვიზრუნოთ მომხმარებელზე, რომ მათ ჯანსაღი პროდუქცია მიიღონ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ფიტოსანიტარული ლაბორატორია სახელმწიფოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა და აღიჭურვა. პროექტის საერთო ღირებულებამ 2 400 000 ლარი შეადგინა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)