2019-08-28 13:35:25, 1393 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს.
პრემიერი დღეს სიონის საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.
„ყველას გილოცავთ მარიამობის დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ჩვენ, ქართველებს საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლის. უკვე 2019 წლის მაისიდან სახელმწიფო ოფიციალურად აღვნიშნავთ ამ დიდებულ მოვლენას. ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ვიღებდით, ჩვენ ვგრძნობდით ქართული ეკლესიისა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. დიდი მადლობა სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მრევლსა და მსოფლიო საქრისტიანოს ვულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან