08:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 15:47:40, 2138 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ავთო წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს

 „დაკავების საფუძველს გამოვრიცხავ“, - ამის შესახებ ზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

სასამართლო წერეთლისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

„დაკავების საფუძველს გამოვრიცხავ, რაიმე საფუძველი იმისა, რომ  ავთანდილ წერეთელმა ჩაიდინა დანაშაული ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.  ვენ მოვითხოვთ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობ. არსად მიიმალება. 3 საათის წინ ჩამოფრინდა. საქმეში მტკიცებულება არ არის, რომ ავთანდილ წერეთელმა ჩაიდინა დანაშაული“, - განმარტა წერეთლის ადვოკატმა.

აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურატურა წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ  ავთანდილ წერეთელს ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს.  უწყება მას „თიბისის“დამფუძნებლებისათვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics