19:26 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 10:52:20, 610 ნახვა

რეგიონი
ტრამპმა დანიაში სახელმწიფო ვიზიტი გრენლანდიის აშშ-სთვის მიყიდვაზე უარის გამო გააუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში სახელმწიფო ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გრენლანდიას აშშ-ს არ მიჰყიდის.

BBc-ის ცნობით, ეს  ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

დანიაში ვიზიტის გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელ Twiter-ში  ტრამპი წერს, რომ პრემიერ- მინისტრ მეტე ფრედერიკსენის კომენტარის გამო, რადგან  მას გრენლანდიის შესყიდვის საკითხის განხილვა არ სურს, 2 კვირაში დაგეგმილ შეხვედრას სხვა დროისთვის გადადებს.

ტრამპის სახელმწიფო   ვიზიტი  დანიაში,  დანიის დედოფლის, მარგარეტ II-ს მოწვევით, 2 სექტემბერს უნდა შემდგარიყო.

გასულ კვირას, დონალდ ტრამპმა დანიისგან კუნძულ გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, რასაც დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტემ ფრედერიქსენმა „აბსურდი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპმა იხუმრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics