|
2015-07-09 17:23:09, 425 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, აკადემიური საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები: დავით ებრალიძე, ბესიკ ლოლაძე და ანა დოლიძე. თავდაცვის მინისტრმა აკადემიკოსებთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. „თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ დიდი სეგმენტი აქვს საგანმანათლებლო სივრცისა და სამეცნიერო საქმიანობის კუთხით, საკუთარი ფუნქციებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება ამ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ კი სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის აქტუალურ საკითხებად ისეთი თემები დაასახელა, როგორებიცაა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება, სამხედრო თემატიკის მეცნიერული კვლევების დაფინანსება და სამხედროების კვება. აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, მეცნიერებათა აკადემიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე მოქმედი მემორანდუმის გადახედვაც იგეგმება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)