|
2015-07-09 14:08:44, 553 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტოს თემურ კახიძე უხელმძღვანელებს
აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე თემურ კახიძე დაინიშნა. სააგენტოს ინფორმაციით, თემურ კახიძე პროფესიით ეკონომისტია და მას მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს. 2001-2002 წლებში სტატისტიკის ქალაქ ბათუმის სამმართველოს მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2004-2005 წლებში იყო ქალაქ ბათუმის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის უფროსი, 2007-2010 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, მუშაობდა ბათუმის მერიის ორგანიზაციის „ბათუმის სანდასუფთავების“ დირექტორად. აგრეთვე იყო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების ფონდის - „ბათუმის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა“ პროექტის დირექტორი. 2014 წლის აგვისტომდე ხელმძღვანელობდა ბათუმის მერიის ადმინისტრაციას. დღემდე თემურ კახიძე განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირი ,,პროგრესი’’-ს მუნიციპალური პროგრამების დირექტორი იყო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)