16:56 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 17:27:37, 761 ნახვა

რეგიონი
11 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაურეგისტრირდა

ეკომიგრანტებისთვის #საცხოვრებლით უზრუნველყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამის -„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა“ ფარგლებში, 11 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი ქ. ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრებაში დაურეგისტრირდა.

„სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წელს ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 375-მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ არერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახზე“- აღნიშნა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭაძემ.

მიმდინარე წელს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით უკვე ისარგებლა 72-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა. პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია ჯამში 117 სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics