|
2015-07-08 14:50:54, 429 ნახვა
პოლიტიკა
წიკლაური დეპუტატებს: რუს ჯაშუშებს ათავისუფლებთ, რუსეთის ციხეებში კი, საქართველოს მოქალაქეები უპატრონოდ არიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუს ჯაშუშებს ათვისუფლებს, თუმცა, რუსეთში დაკავებული სასქართველოს მოქალაქეების დასახსნელად არაფერს აკეთებს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე დაპატიმრებულია და ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს რუსეთის ციხეებში იხდიან, თუმცა, მათ რუსეთმა ბრალდება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე წაუყენა. ზოგიერთ მათგან 10 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. მაგალითად მანუჩარ შონიას, ჯემიკო ოკუჯავას, ოთარ ჯღარკავას, ხვიჩა იმერლიშვიდალს 13 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. დავით ალიევი და მისი დედა, ორივე დაპატიმრებულებულები არიან. რამზარ თურქოშვილი დაკავებულია და საერთოდ არ ვიცით სად არის, დენის კამიკოვი და ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ზურაბ აბაშიძეს, რომელიც რუსეთთან კურირებს ე.წ. დათმობის პოლიტიკას, რათა ეს საკითხი როგორმე დამდგარიყო რუსეთთის წინაშე, ეს მოქალაქეები გადმოცემოდნენ საქართველოს. მითუმეტეს უცნაურია საქართველოს ხელისუფლების ასეთ უმოქმედობა, კაპიტულანტური პოლიტიკა, როდესაც ამ პარლამენტმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით , გაათავისუფლა რუსეთის ჯაშუშები, იურიშ კლინნიკოვი, რომელიც იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი, ამ ადამიანს პირადი თავდებობა გაუწია ბესელიამ, ჩაპლიკინი– ჯაშუში, ედუარდ აბდულაევი – ჯაშუში, კიდევ სხვა, ადამიანი, რომლეიც აქედან გათავისულფდნენ“, – აღნიშნა წიკლაურმა. მისივე თქმით, მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, როდესაც ქვეყანა ჯაშუშებს ათავისუფლებს, მას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარი მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით მიმართოს. „ხდება მსოფლიო პრაქტიკაში, როდესაც ჯაშუშებს ათავისუფლებენ, მაშინ მიმართავს ხოლმე მოწინააღმდეგე მხარეს და არის მოლაპარაკება, რომ საქართველოს მოქალაქეებიც ანალოგიური ბრალდებით, თუმცა უდანაშაულოები, იქნენ გათავისუფლებულები რუსეთის ციხეებიდან. საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ამისათვის და სრულიად უპატრონოდ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და იტანჯებიან რუსეთის ციხეებში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. მან საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მოუწოდა, რუსეთის ციხეებიდან საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად იმოქმედოს.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)