|
2015-07-08 13:59:07, 556 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბერუჩაშვილი გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან გერმანიის ეუთო-ს 2016 წლის თავმჯდომარეობის საკითხებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორთან რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში, გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, დოქტორ გერნოტ ერლერთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ასპექტებს. გერმანელ დეპუტატთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა. გერნოტ ერლერი განსაკუთრებით დაინტერესდა ქართული მხარის ხედვით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობით და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის თემატიკით. თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის დეპუტატს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივ ურთიერთობებში ჩამოყალიბებულ მზარდ დინამიკას და გამოთქვა იმედი, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გერმანიის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი გერნოტ ერლერი სამუშაო ვიზიტით იმყოფება თბილისში, სადაც შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამას გარდა, 8 ივლისს გერმანელი პარლამენტარი საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის 20-წლიანი საქმიანობის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს ქართულ-გერმანული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)