13:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 15:14:19, 1042 ნახვა

კომენტარი
კობალაძე: ომი არ დაწყებულა 2008-ში, ომი დაიწყო, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა

"ომი არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში, ომი და წინააღმდეგობა დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, როდესაც, ჩვენმა ქვეყანამ, ფაქტობრივად, გამოაცხადა დამოუკიდებლობა",- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წელი იყო რეალურად ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესების ერთობლიობა. 

"ის, რომ რუსეთი აგრესორი, მტერი და ოკუპანტია ჩვენი ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების ნაწილის, არავინ დაობს და კითხვის ნიშნები არ ჩნდება. ის განცდა, ვინც ამ თემაზე უსაზღვროდ და უკიდეგანოდ აპელირებს,  უკვე იწვევს აგრესიას. თუ მივყვებით ქრონოლოგიას, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები თუნდაც პროფესიონალური თვალსაზრისით, ან სტრატეგიული ხედვით, აღმოვაჩენთ , რომ საკმაოდ ბევრი კითხვებია, ხოლო პასუხები - საკმაოდ მცირე“,- განაცხადა კობალაძემ.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, აგვისტოს ომის დროს, ჩვენი შენაერთების ოპერატიულ-ტაქტიკურ სივრცეზე მოქმედებები იყო გაუაზრებელ-გაუთვლელი.

"პირადი შემადგენლობა, ძირითადად თავის თავგანწირვის და გმირობის მაგალითზე წერდა იმ დღეებში საქართველოს რეალურ ისტორიას.ეს იყო როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური გმირობის მაგალითები", - დასძინა მან. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics