22:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 13:27:05, 527 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად იმპორტირებული საქონელი ჩავანაცვლოთ

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევა უმუშევრობაა. 

როგორც მან, „ექსპოჯორჯიაში“  „აწარმოე საქართველოში“ 1 წლის მუშაობის შეჯამების დროს განაცხადა, მოქმედმა ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით, აგროკრედიტის პროგრამა დანერგა. 
პრემიერის ინფორმაციით, დღეის მდოგმარეობით, ამ პროგრამის ფარგლებში, 130–ზე მეტი საწარმოა დაფინანსებული, 600–ზე მეტი კი, გადაიარაებული. 
„ჯამში ჩვენ, ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორში 900 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. გარდა ამისა, ძალიან წარმატებით დავიწყეთ თანამშრომლობა საბანკო სექტორთან და ზოგადად ბიზნესთან.  გასულ წელს, როცა მეორე პროგრამა დავიწყეთ –  სამრეწველო დარგების განვითარება, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, „აწარმოე საქართველოში“.  ეს არის გაგრძელება იმ ინიციატივის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა  და ჩვენმა ახალმა მთავრობამ დაიწყო.   ჩვენი მიზანია ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იპორტირებული საქონელი. მე საუბარი მქონდა  ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების არაერთ ლიდერთან, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და განვითარების პროგრამები.  ეს უკვე მრავალი წელია დანერგეს და  წარმატებით მუშაობს. შედეგი სახეზე აქვთ. აქვთ ძლიერი სოფლის მეურნეობა, წარმოება. რაც მთავარია, ასეთი საწარმოების შექმნის დროს, იქმნება სამუშაო ადგილები და ჩვენი მოქალაქეები საქმდებიან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics