21:42 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 13:12:34, 1747 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი TBC-ს საქმეზე: კითხვებს პასუხები სჭირდება, ეს არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან

 „კითხვებს პასუხები სჭირდება“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი  „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ს მიმართ ბრალის წარდგენას.

ვოლსკი გამორიცხავს, რომ ბრალის წარდგენას ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.

„კითხვებს პასუხები სჭირდება.  რასაკვირველია, მე არასოდეს სიამოვნებით არ ვიტყვი იმას, რომ რომელიმე ადამიანი დაიჭირონ, გასამართლონ, დაიჭირონ, მაგრამ შეკითხვებზე პასუხი, რომ გასაცემია, ეს ფაქტია. რაც უფრო მეტად თავს შეიკავებენ ჩემი კოლეგები და მეც რაღაც პოლიტიკური შეფასებებისგან უკეთესი იქნება, ვინაიდან ეს არანაირად არ არის დაკავირებული პოლიტიკურ პროცესთან“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროჯურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე საქმის პროკურორმა განაცხადა. ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს საგამოძიებო უწყებაში არიან დაბარებული.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics