|
2015-07-06 16:10:39, 1007 ნახვა
სამართალი
საზღვარზე არადეკლარირებული თანხის გატანა/გადმოტანაზე ჯარიმა გაიზრდება
საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით თანხის გატანა/გადმოტანაზე ჯარიმა გაიზრდება. ცვლილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე (ან ს ხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობით ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა და გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით ან ამ საქონლის ჩამორთმევას. მოქმედი კანონით კი, პირი ამ შემთხვევაში 1000 ლარით ჯარიმდება. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს საზღვარზე პირი 50 000 ლარიდან 100 000 ლარის ოდენობის არადეკლარირებულ თანხას გადაიტანს/გადმოიტანს, 3 000 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით დაჯარიმდება ან ეს საქონელი ჩამოერთმევა. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, თუ პირი საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას გადაიტანს/გადმოიტანს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან არასწორი დეკლარირებით, ამ შემთხვევაში ის ამ თანხის 10%-ს გადაიხდის. ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)