21:43 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 19:13:07, 2295 ნახვა

პოლიტიკა
ზოიძე: მომწონს R2, რომელიც იქნება კრიტიკული, ოღონდ სასურველია, ობიექტურობა არ იყოს გინების სიღრმეზე დამოკიდებული

„მომწონს „რუსთავი 2”, რომელიც იქნება კრიტიკული, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე დამოკიდებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც ზოიძემ განაცხადა, ტელეკომპანიის საქმესთან ხელისუფლებას კავშირი არ აქვს.

„არაფერი კავშირი ხელისუფლებას ამასთან არ აქვს, რაც აქვს კავშირი, ეს გახლავთ ის, რომ მე პირადად ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს, რაც შეიძლება მეტი კრიტიკული, ობიექტური არხი იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ფორმაში. მეორე თემაა, მიკერძოებულია, არამიკერძოებულია, პარტიული ტელევიზიაა, ეს ყველაფერი კამათის და შეფასების თემა არის. მე მომწონს „რუსთავი 2“, რომელიც იქნება ობიექტური, მკაცრად კრიტიკული, თუნდაც მთავრობის მიმართ, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე და სიმწვავეზე დამოკიდებული. მე, შინაგანად, როგორც ერთ მოქალაქეს, სამართლიანობის შეგრძნება მექნებოდა, რომ დვალს და აქიმიძესთან მიმართებით ყოფილიყო სამართლიანობა აღდგენილი. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს, კონტრაქტები, მე უბრალოდ, გეუბნებით ჩემს პოზიციას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics