|
2019-07-19 12:55:34, 2691 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს სამართლებრივი სახელმწიფო არ გვქონდა
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო, ადგილი ჰქონდა მკვლელობას, წამებას და საკუთრების ხელყოფას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ იხილა, როგორ ცდილობს ენმ, ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ ფასეულობებს, რომელსაც ევროპული დემოკრატია ეფუძნება. „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არცერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა. ამასთან ერთად, გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ საქმე გვაქვს ფსევდო-დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული გზა და ეს კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ არის ფარსი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მსურს, ყველა იმ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული არჩევანი, რომ საქართველოში იყოს მყარი ევროპული სამართლებრივი სისტემა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხზე. ადგილი აქვს შეტევას ჩვენს ევროპულ მისწრაფებაზე და იმ პრინციპების დაზიანებაზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია და ის ფასეულობები, რომლითაც უნდა ავაშენოთ ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვას, ზეიმობს თუ არა ნიკა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებას, პრემიერმა ასე უპასუხა: „ჩვენ ვზეიმობთ ქართველი სპორტსმენების გამარჯვებას, ხელოვანების წარმატებას და მთელი ერი ვიზეიმებთ ერთად როდესაც დავამარცხებთ ორ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას - ოკუპაციას და სიღარიბეს“.
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)