14:01 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 10:41:06, 2399 ნახვა

რეგიონი
ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მოქალაქის საცხოვრებელ სახლში 153 ერთეული თხმელას სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული, რაზეც კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნეს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის გულისხმობს და ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics