|
2019-07-17 14:19:08, 1456 ნახვა
პოლიტიკა
აჭარაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაცია შეიქმნა
დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე აჭარის „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას პარტიის ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც გაზაფხულისთვის იგეგმება. „ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის , რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, მხოლოდ არჩევნებზე აქტიურდებოდა, ჩვენ ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ და ყველა დრო, არჩევნებიდან არჩევნებამდე შუალედიც უნდა იყოს მსგავსი და უფრო აქტიური. მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. ჯერ საჯაროდ არ გაგვიცხადებია, მაგრამ ქართული ოცნების აქტივი ხელისუფლებიდან, საკრებულოებიდან, პარლამენტიდან უკვე გასულია რეგიონებში, მაღალმთიან რეგიონებში. სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას, მათთან გვექნება ძალიან ბევრი პოლემიკა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, გავაცნობთ ახალ ბიუჯეტს განსაკუთრებით რეგიონებში და რაიონებში. ყველას აშფოთებს წყალი, გზა, კანალიზაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. მათთან ერთად დავიხვეწებით თანხების ეფექტურად განკარგვაში, როგორ მოახერხოს ეს ხელისუფლებამ. აქტიურ კომუნიკაციას აღვადგენთ თქვენი და ჟურნალისტების საშუალებით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. რაც მე დავპირდი, იმას უნდა დავარქვათ თავისი სახელი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა. ორგანიზაციის პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები: გენერალური მდივანი - კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი.
(NS)
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)