19:05 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 16:28:35, 8920 ნახვა

პოლიტიკა
შენდეროვიჩი საქართველოზე: წავართვით ტერიტორიების 20%, ოკუპანტები ვართ, ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ხმა ჩავიგდოთ

რუსი მწერალი, წამყვანი და ჟურნალისტი ვიქტორ შენდეროვიჩი რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას გამოსვლასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხმაურება.

შენდეროვიჩის თქმით, რუსეთმა გაბუნიას შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავოს. მანვე დასძინა, რომ ოკუპანტი ქვეყანა, საქართველოსთან მიმართებაში ცოტა უფრო მორიდებული უნდა იყოს.

"ჩვენი ქვეყნის შეშფოთება "რუსთავი 2"-ის წამყვანის მიერ გაჟღერებული შეურაცხყოფების მიმართ გაუგებარია, ეს არ არის ჩვენი საქმე, რადგან ოკუპანტები ვართ. ეს ჟურნალისტიკის ძალიან დაბალი დონეა, ეს სირცხვილია რომლის გამოც ქართველები უნდა გაწითლდნენ. ჩვენი როგორც ოკუპანტის საქმე ჩუმად ყოფნაა. ჩვენ წავართვით მათ ტერიტორიების 20%. ჩვენ ოკუპანტები ვართ, ჩვენი საქმეა ბოდიში მოვუხადოთ და ხმა ჩავიგდოთ. რაც შეეხება უცენზურო ლექსიკას, ჩვენ შევარცხვენდით ადამიანს, რომელიც 1942 წელს როსტოვში ჰიტლერს შეაგინებდა?! ჩვენ მას ვეტყვოდით, რომ არ არის ლამაზი, მოდი გინების გარეშე ისაუბრე. გაბუნიას გინებამ მე შეურაცხყოფა არ მომაყენა. მე რომ ქართველი ვყოფილიყავი უხერხულად ვიგრძნობდი თავს, ვიტყოდი - ხალხო, ჩვენ ყველანი არ ვართ უზრდელები. მე რუსეთის მოქალაქე ვარ და ჩვენი ქვეყნის მაგივრად მცხვენია, მიმაჩნია, რომ უფრო მორიდებულები უნდა ვიყოთ", - განაცხადა მწერალმა.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics