|
2019-07-12 14:21:06, 1501 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი: გახარიას გადადგომის მოთხოვნა აბსურდულია და დესტრუქციული ძალებისგან მომდინარეობს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის შეფასებით, შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა აბსურდულია და დესტრუქციული ძალებისგან მომდინარეობს მათიკაშვილის განმარტებით, „20-21 ივნისს პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მან გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალებები, რომელიც კანონით არის დაშვებული ძალადობის და შტურმის წინააღმდეგ“. „მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ არის აბსურდული, ეს არის ზუსტად იმ დესტრუქციული ძალებიდან მომდინარე, რომლებმაც გაუკეთეს ორგანიზება 20-21 ივნისს ამ შტურმს და ძალადობრივ ქმედებებს . მათი მიზანია პოლიციის შესუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული. გიორგი გახარია და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მათ ქვეყანა იხსნეს იმ დესტრუქციისგან და აგრესიისგან, რომელიც მომდინარეობს დიახ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარდა მოვლენები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც დესტრუქციული ძალის მცდელობა, შეჭრილიყვნენ პარლამენტში და ძალადობრივად მოეხდინათ პოლიტიკური პროცესების მართვა. მართალია პროცესი დაიწყო მშვიდობიანი აქციით , თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების ფონზე, ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, რაც გამოიხატა შტურმის სახით და პოლიციელებზე თავდასხმით, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში. მოძალადეების მიერ 30-მდე პოლიციელი იქნა გატაცებული, გაიტაცეს დამცავი ფარები და ახდენდნენ პირდაპირ ძალადობას პოლიციელებზე . გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან სწორად აღნიშნა, რომ დგება ჟამი, როდესაც სახელმწიფო მოხელე იღებს ძალიან რთულ გადაწყვეტილებას, მოძალადეებთან შევიდეს კომპრომისზე და გაუფრთხილდეს საკუთარ იმიჯს, თუ მიიღებს სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას, დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები და მოახდინოს მოძალადეების მიმართ პროპორციული ძალის გამოყენება. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რა ხდებოდა თბილისის სავადმყოფოებში მეორე დღეს. მიყვანილ დაშავებულთა ნახევარი იყო პოლიციელი. ძალიან სამწუხაროა, რომ ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ მიმართულ პროპორციულ ძალას ჩვენი თანამოქალაქეების და პოლიციელების დაზიანება მოჰყვა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა, ხოლო მოძალადეებმა, პირველ რიგში ძალადობით , სხვადასხვა იარაღის გამოყენებით, შტურმის დროს პოლიციელები დააზიანეს. ნაწილი მოძალადეებისა აგრძელებდა ქუჩებში დესტრუქციულ ქმედებას, ამიტომ პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა შესაბამისი ქმედებები, გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები მოძალადეთა ქმედების აღსაკვეთად. ამიტომ, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 20-21 ივნისს პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მან გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალებები, რომელიც კანონით არის დაშვებული ძალადობის და შტურმის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიან აქციას არბევდა, დასდევდა მომიტინგეებს და ახდენდა მათზე ფიზიკურად უსწორდებოდა, ხოლო 20-21 ივნისს, ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა შესაბამისი პროპორციული ძალა, რაც იყო უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაეცვათ ყოველგვარი ძალადობრივი პროცესების ძალადობრივი განვითარებისგან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)