17:57 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 11:47:37, 1225 ნახვა

პოლიტიკა
ხუხაშვილი: გახარიას ადამიანური სახე უნდა ეჩვენებინა, რომ გულწრფელად ნანობს, რაც მოხდა მოგერიების ფაზის შემდეგ

 „ვიღაცა შეაქებს, ვიღაცა შეაგინებს.  ჩვენ ისევ მონოლოგებით დიალოგის სამყაროში ვცხოვრობთ.  მტერი იცინის და ემზადება“, - ამ სიტყვებით პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი შს მინისტრის გიორგი გახარია მიერ „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოემხაურა.

როგორც ექსპერტი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, გახარია უნდა ეჩვენებინა ადამიანური სახე, რომ გულწრფელად ნანობს, რაც მოხდა 20 ივნისის მოვლენების დროს მოგერიების ფაზის შემდეგ.

„მორალს და პათეტიკას თავი რომ გავანებოთ, რა იყო გახარიას მთავარი შეცდომა? მისი „ინტელექტუალური შტურმი“ განკუთვნილი იყო ე.წ. „ანტი-ნაცისთვის“, რომელიც ამის გარეშეც „უპრავებს“ ყველაფერს. ეს სეგმენტი ისედაც თანახმაა ნაცებისთვის სახელმწიფო გადატრიალების ჩადებაზე.  რა უნდა გაეკეთებინა? უნდა ეჩვენებინა ადამიანური სახე, რომ ის გულწრფელად (არა ფორმალურად) ნანობს იმას, რაც მოხდა აუცილებელი მოგერიების ფაზის შემდეგ. დანარჩენი წყალია. ვიღაცა შეაქებს, ვიღაცა შეაგინებს.  ჩვენ ისევ მონოლოგებით დიალოგის სამყაროში ვცხოვრობთ.  მტერი იცინის და ემზადება“, - წერს ხუხაშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics