|
2019-07-11 22:03:54, 1280 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდა. თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „შავი ზღვის უსაფრთხოება: დაპირისპირებებიდან შესაძლებლობების ზღვამდე“. ლევან იზორიამ ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა: „ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან, გლობალურ სტრატეგიასა და ნატოს შეკავების პოლიტიკასთან.“ მისი განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, რაც აღიარებულია ევროკავშირისა და ნატოს მიერ. „სამი კვირის წინ, ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, რაც ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობასა და თანამშრომლობაზე მიუთითებს. არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების შესახებ, თუმცა, არ აღნიშნულა არაფერი იმის შესახებ, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და ქვეყნის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. ჩვენ ვცდილობთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ევროკავშირთან უფრო მეტ თანამშრომლობას“, - განაცხადა მან. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში საქართველოს როლი: „საკუთარ თავს აღვიქვამთ როგორც ევროკავშირის უსაფრთხოების ნაწილს. ვმონაწილეობთ ევროკავშირის მისიებში - ცენტრალურ აფრიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში.“ თავდაცვის მინისტრმა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი აშშ-თან თანამშრომლობის ფორმატებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ორი კვირის შემდეგ ჩვენ საქართველოში გვექნება სწავლება “Agile Spirit”, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 14 მონაწილიდან, 4 შავი ზღვის ქვეყანაა. ეს გახლავთ პრაქტიკული ფორმატი, რომელშიც შეგვიძლია ჩავერთოთ როგორც ეკონომიკური და სამხედრო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა მან. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკასთან, როგორც მთავარ პარტნიორთან, ქვეყანაში სტაბილურობის გაზრდასა და საფრთხეების შეკავებას ემსახურება.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)