16:26 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 11:28:15, 1466 ნახვა

პოლიტიკა
Freedom House-ის წარმომადგენელი: რუსეთის განცხადება გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე, აღმაშფოთებელია

 „რუსეთის განცხადება გიორგი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია“, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა მარკ ბერენტიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მარკ ბერენტმა „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების რეაქცია შეაფასა.

მისი განმარტებით,  მონოლოგი იყო არაპროფესიონალური, თუმცა არანაირად უკანონო.

„რუსეთის განცხადება ბატონი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია. მისი კომენტარი „პოსტკრიპტუმში“, შეიძლება, არ იყო პროფესიონალური და საზრიანი, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა უკანონო. ნებისმიერი მოწოდება მისი დევნის შესახებ არის მიუღებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. განსხვავება რუსეთსა და საქართველოს შორის კი ის არის, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეურაცხყოფილები შეიძლება იყვნენ ადამიანები სიუჟეტის ან სტატიის გამო, არავის აქვს დაკავების შიში. ბატონი გაბუნიას ექსტრადირება მართლაც რომ მომხდარიყო რუსეთში, მაშინ მას მარტივად გაასამართლებდნენ სისხლის სამართლის კანონით, მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფისთვის“, - განაცხადა ბერენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics