15:19 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 16:06:08, 1393 ნახვა

პოლიტიკა
ჭიჭინაძე: მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება, ხაზარაძე პოლიტიკაში თავის გადასარჩენად შემოდის

 „მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დაანონსა.

მისი განმარტებით მამუკა ხაზარაძე „პოლიტიკაში თავის გადასარჩენად  შედის“.

„მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ თავის თავის გადასარჩენად შემოდის.  რადგან,  დღეს მხოლოდ მიშა „აცოცხლებს“ ივანიშვილს, რადგან „ევრონაცებმა“ ალტერნატიული ძალის - „არა მიშა“ -  შექმნა ვერ მოახერხეს და ამ ეტაპზე მათი მხოლოდ მარგინალიზება ხდება,  როგორც ჩანს, ფსონი ამჯერად მამუკა ხაზარაძეზე იდება, როგორც ე.წ. ახალი პროდასავლური მოდელის, შედარებით ნაკლებად ცუდი ისტორიით. თუმცა ეს ვითომ „ნაკლებად ცუდი ისტორია“ რამდენად დაიტევს საბანკო სისტემის განუკითხაობისა და ბანკირების თავგასულობისგან დაზარალებულ ადამიანების ჯარს, თავისი წრთმეული ქონებებით, ამას უკვე დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics