15:18 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 06:48:58, 1305 ნახვა

პოლიტიკა
ანტისაოკუპაციო აქციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ ტერიტორია დაიკავეს

რუსთაველის გამზირზე გზა გაიხსნა, პოლიციამ ანტისაოკუპაციო აქციის და ძალადობრივი ჯგუფებს შორის ჩაყენებული ყვითელი ავტობუსები გაიყვანა.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. მიუხედავად ამისა პარლამენტის კიბეები ათამდე რადიკალური ჯგუფების წარმომადგენელს აქვს დაკავებული.

ორივე აქციის შუაში, პოლიცია დგას და ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ გეგუჩაძე ამობობს, რომ აღარ აპირებენ დათმონ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

ამასთან, პარლამენტის წინ სადაც სცენაა განთავსებული, სადაც იმყოფებიან ანტისაოკუპაციო და #სირცხვილიას ორგანიზატორები, აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე, უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე პროდიუსერი მიშა მშვილდაძე და სხვები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics