10:54 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 13:20:04, 1025 ნახვა

რეგიონი
ეს ბათუმია, შეხვედრების ქალაქი - შავი ზღვის მარგალიტს ახალი ვიდეორგოლი აქვს [ვიდეო]

შეხვედრების ქალაქი  - ასე ჰქვია ბათუმის ახალ საიმიჯო  ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო.  ვიდეორგოლში ხაზგასმულია, რომ ბათუმი არის ქალაქი, რომელიც ქმნის დადებით შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს, ქალაქი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და მათთვის ეს შეხვედრები ახალი გზის დასაწყისია. 

„ერთ დღეს შენ იგრძნობ, რომ ეს სწორედ ის დღეა, რომელიც არასოდეს უნდა დასრულდეს. ეს სწორედ ის დროა, რომელიც უნდა გაჩერდეს და ყოველთვის, როცა იმ შეხვედრას გაიხსენებ, რომელმაც ახალი შესაძლებლობების ზღვა გიჩვენა გაიხსენებ მისკენ მიმავალ გზასა და ქალაქს, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს. ეს ბათუმია - შეხვედრების ქალაქი და შენ სად ხარ ახლა?“ 

ვიდეორგოლი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სარეკლამო კომპანია RedPoint-მა გადაიღო. ეს ბათუმის რიგით მესამე ვიდეორგოლია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა. ჯამში, კი ბოლო სამ წელში აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით დეპარტამენტმა 8 საიმიჯო ვიდეორგოლი შესთავაზა ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. 

„ბათუმის ახალი საიმიჯო ვიდეოკლიპი გათვლილია როგორც შიდა, ასევე ჩვენი ტრადიციული სამიზნე ქვეყნების ტურისტებზე, რომლებსაც ბათუმთან დადებითი ემოციები/მოგონებები აკავშირებს და მათთვის ბათუმი იმაზე, მეტია ვიდრე უბრალოდ მრავალფეროვანი, ტურისტული მიმართულება. ვიდეორგოლში ვფიქრობთ კარგადაა გადმოცემული ყველა ის ემოცია, რომელიც ტურისტებს ბათუმში დასვენებისას  შეიძლება გაუჩნდეს. კლიპში ასევე, წარმოჩენილია ქალაქის ყველა ის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომლებიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. ამ რგოლით   მოვუწოდებთ ყველას დაისვენონ ბათუმში - შეხვედრებისა და შთაბეჭდილებების ქალაქში,“ - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. 

 

(NS)









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics