08:42 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 14:55:32, 752 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა ენერგოომბუდუსმენთან საქმიანი შეხვედრა გამართა

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და მისი რეგიონული წარმომადგენელი ბექა სიორდია შუახევში იმყოფებოდნენ.

შუახევის საზოგადოებრივ ცენტრში სტუმრებმა შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და მერის მოადგილე ომარ ტაკიძესთან საქმიანი შეხვედრა გამართეს.

ისაუბრეს ენერგოომბუდსმენისა და მისი სამსახურის ფუნქციებზე და  მუნიციპალიტეტში ელექტროენერგეტიკის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს.

აგრეთვე, დაიგეგმა შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულების  წარმომადგენლებთან, რომლებიც გაავრცელებენ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებისა და მისი საქმიანობის შესახებ, გაითვალისწინებენ მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics