|
2015-07-03 16:59:16, 540 ნახვა
საზოგადოება
სეთ-თოფ-ბოქსების შეძენა საბანკო განვადებით იქნება შესაძლებელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ბანკების ასოციაციასთან და საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც სავაჭრო ქსელებში „სეთ-თოფ-ბოქსის“ ღირებულების ერთიანად გადახდა სირთულეს წარმოადგენს, ხელმისაწვდომი სპეციალური საბანკო შეთავაზება განხორციელდეს. შესაბამისად, ე.წ. „სეთ-თოფ-ბოქსის“ შეძენა უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განვადების შეღავათიანი პირობებით. „საქართველოს ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს. მისი წარმატებით განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის. შესაბამისად, მოხარულები ვართ იმ მხარდაჭერისა და კეთილი ნებისათვის, რომელიც გამოხატა საქართველოს საბანკო სექტორმა. განსაკუთრებული მადლობა კი, გვსურს გადავუხადოთ საქართველოს ბანკების ასოციაციას ოპერატიული და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, საქართველოს ბანკების მიერ გამოხატული მხარდაჭერის შედეგად, გაიზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ „სეთ-თოფ-ბოქსების“ შეძენასა და ციფრული მაუწყებლობის შეუფერხებლად მიღებას. ცნობისთვის, ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე–2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე შემდეგ ქალაქებში – გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი, ხაშური და ვთხოვთ, რომ დროულად უზრუნველყონ ე.წ. „სეტ–ტოფ–ბოქსების“ შეძენა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)