13:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 10:51:49, 1463 ნახვა

სამართალი
პროკურორი ნიკა მელიაზე: მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს გამოძიების მიზნების მიღწევას

ნიკა მელიას შემთხვევაში მხოლოდ პატიმრობა უზრუნველჰყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

 ნიკა მელიას საქმის პროკურორი მიიჩნევს, რომ რა სახის შეზღუდვებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული გირაოსთან ერთად, მოცემულ შემთხვევაში უსამართლოა.

„ ბრალდების მხარეს დღესაც მიგვაჩნია, რომ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა იქნეს გამოყენებული პატიმრობა, იმიტომ, რომ მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც, ზოგადად,  არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რა სახის შეზღუდვები იქნება გამოყენებული  ნიკანორ მელიას მიმართ, გირაოს გამოყენება აპრიორი ჩვენ მიგვაჩნია მოცემულ შემთხვევაში უსამართლოდ და მიგვაჩნია, რომ რა ღონისძიებაც არ უნდა იქნეს გამოყენებული გირაოსთან ერთად, ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას. სწორედ ამის გამო დღეს ჩვენ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და მოვითხოვთ , სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას“, - განაცხადა პროკურორმა.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.  მოსამართლე თემურ გოგოციამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას პასპორტიც ჩამოართვეს. ბრალდების მხარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 10 000-ლარიან გირაოს. გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას შუამდგომლობა ალტერნატივის სახით სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც ჰქონდა დაყენებული, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზეც.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics