|
2019-06-27 21:05:58, 3379 ნახვა
სამართალი
გახარია: აქციის დაშლისას გამოყენებული რეზინის ტყვიები კანონიერი იყო
„არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით, ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას იმის თაობაზე, კანონიერი იყო თუ არა იმ რეზინის ტყვიების გამოყენება, რაც სპეცრაზმმა 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დასაშლელად გამოიყენა. გახარიამ აღნიშნა, რომ კითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა აქციის სხვა მეთოდებით დაშლა, მიბმულია მოვლენების სიმძაფრესთან და მასზე პასუხის გაცემა მხოლოდ გამოძიებას შეუძლია. „არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ყველა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებას თავისი პროტოკოლი აქვს , რომლის დარღვევა იწვევს შესაბამის შედეგებს, რაც უნდა იყოს და არის კიდეც გამოძიების საგანი. რაც შეეხება იმ კომპონენტს, საჭირო იყო ამ ტყვიების გამოყენება თუ არა, ეს არის თვითონ მთლიანად ღონისძიების მიმდინარეობის თემა. ეს აქცია 7დან 10 საათამდე აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო, სანამ არ განხორციელდა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის. პრობლემა იყო კიდევ იმაში, რომ ამ აქციაში მონაწილეობას იღებდა ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. დასაწყისში მართალაც ასე იყო, ხოლო შემდეგ უცებ მოხდა ჯგუფურად შეთანხმებით მოხდა პოლიციაზე თავდასხმა პარლამენტის შენობის შტურმის მიზნით . გათვლა ძაან მარტივი იყო - ამ დროს პარლამენტში შიგნით, სხდომათა დარბაზში, უკვე განლაგებული იყო მოქალაქეების გარკვეული ნაწილი. იქ განლაგებული იყო კამერები, და კიდევ ბევრი რამ. ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღონისძიება,რომლის მიზანი შტურმის საშუალებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის აღება იყო. ეს როდესაც გახდა ნათელი, პოლიცია გახდა იძულებული შეესრულებინა თავისი ფუნქცია კონსტიტუციის, მოქალაქეების და ინსტიტუტების დაცვის. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო გამოყენებული ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ეს იმდენად არის დაკავშირებული კონკრეტულ მომენტში რა ხდებოდა , ეს მხოლოდ და მხოლოდ საგანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)