22:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 13:31:52, 338 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო მოხელეები პრემიებს სამუშაოს შესრულების მიხედვით მიიღებენ

საჯარო მოხელეები პრემიებს და დანამატებს სამუშაოს შესრულების მიხედვით მიიღებენ. 

აღნიშნულს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის ეკატერინე ქარდავას ინფორმაციით, დღეს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს.

"კანონი ემყარება მნიშვნელოვან პრინციპებს, რაც გვაძლევს  საშუალებას შევქმნათ ერთიანი საჯარო სამსახურის სისტემა და გვყავდეს საჯარო მოხელე, რომელიც დამსახურებაზე ორიენტირებული სისტემის საფუძველზე კარიერულ წინსვლას განახორციელებს. საჯარო სამსახურში პირს ექნება მყარი გარანტიები, დასაქმების სისტემა იქნება გამჭვირვალე. საჯარო მოხელის გათვისუფლება, დაექვემდებარება მხოლოდ კანონში გაწერილ კრიტერიუმებს. წესრიგდება ასევე პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო, დანამატი, კონკრეტულად რა შემთხვევაში გაიცემა დანამატი, პრემია. პრემია  იქნება წახალისების ფორმა და მიბმული იქნება სამუშაოს შესრულების შედეგებზე.  დანამატის გაცემა დასაშვები იქნება კლასის გათვალისწინებით, ხელმძღვანელის მიერ დავალებული ზე განაკვეთური სამუშაოს ან განსაკუთრებული საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორცილებისთვის", - აღნიშნა ქარდავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics