12:59 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 15:45:48, 2521 ნახვა

სამართალი
პროკურორი მელიაზე - არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე

„მხედველობაში ვიღებ საფრთხეეს, რაც არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, ნიკა მელიას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის სახით“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ მელიამ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული გირაოს გამოყენების პირობა დაარღვია.

„მხედველობაში მიიღება ის გარემობაც, რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფართდებული გირაო, აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მის წინააღმდეგ არის გამოყენებული, დაარღვია. მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, ის გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად და ჩასაბარებლად.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს სასამართლოს მხრიდან მტკიკცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. შესაბამისად, ყველა ეს საკითხი სხდომაზე დეტალურად იქნება განხილული.

საქმეში არ მოიპოვება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები. გუშინაც აღვნიშნეთ, საქმეზე ბუნებრივია დაიკითხებოდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მიმდინარე მოვლენებში. საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, არამედ ის პირები, ვინც მისული იყვნენ მიტინგზე და წარმოადგენდნენ რიგით მოქალაქეებს“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მელიას პროკურატურა სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics