03:46 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 20:07:34, 942 ნახვა

პოლიტიკა
მაჩალიკაშვილი: ხელისუფლებაში სხედან პუტინის პირდაპირი მონები - ივანიშვილის ყველა დამქაში ციხეში

ეს ხელისუფლება საქართველოში რუსულ პროპაგანდას ატარებს, ესენი არიან ყველანი დასასჯელი და დასაჭერი, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

​მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლება მოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთით, სწორედ ამის გამო მათი ადგილი ციხეშია.

„დღეს მთელს საქართველოში ხალხმა ვნახეთ, თუ რა ხდება. სათავეში სხედან პუტინის პირდაპირი მონები. ამიტომაც ვართ დღეს ჩვენც ყველანი ასეთ დღეში. ივანიშვილი ციხეში! მაგის ყველა დამქაში ციხეში! მთელი ხელისუფლება ციხეში! სასამართლო ციხეში! პარლამენტი ციხეში! მთავრობა ციხეში! ყველა ერთად ციხეში! ამათი ადგილი ციხეშია და არა თავისუფლებაზე. ესენი მოქმედებენ პირდაპირ პუტინის დაკვეთით. ესენი ატარებენ საქართველოში რუსულ მეთოდებს, რუსულ პროპაგანდას. ესენი არიან ყველანი დასასჯელი და დასაჭერი. ესენი არიან ერთმანეთზე უარესი ნაძირალები“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics