|
2019-06-20 18:53:19, 940 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: საერთაშორისო ფორუმები მნიშვნელოვანია, მაგრამ ფორმა, რაც მან მიიღო, აბსოლუტურად მიუღებელი იყო
საერთაშორისო ფორუმები რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიციების დასაფიქსირებლად მნიშვნელოვანია, მაგრამ ფორმა, რაც მან მიიღო, მმართველი გუნდისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რუსი დეპუტატების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. სესიაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ ორგანიზატორებისგან ახსნა-განმარტებას აუცილებლად მოითხოვენ. „ჩვენ აბსოლუტურად ყველა ვართ ერთად და კონსოლიდირებული პოზიციები გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას. სადაც ვართ ერთად, ეს ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ. მოხდა აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელიც ემოციურად შეეხო ყველას, პოლიტიკური პასუხისმგებლობით შეგვეხო ჩვენ - მმართველ გუნდს. ცხადია, ეს ჩვენთვის დამაზიანებელი იყო და ამაზე ჩვენ გვექნება რეაგირება. დაველოდოთ მოვლენებს, ჩვენ ვითხოვთ ახსნა-განმარტებას ორგანიზატორებისგან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმესკენ ხელს ვიშვერთ. მთავარი რაც არის, ჩვენი კონსოლიდირებული პოზიციები ერთად უნდა დავიცვათ, მე არ მინდა რომ ეს ყველაფერი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისკენ გადაიხაროს. თქვენ თუ გაინტერესებთ პასუხისმგებლობა, მე მაინტერესებს ჩვენ აქედან რა დასკვნებს გავაკეთებთ. საერთაშორისო ფორუმების გამოყენება აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა რა და როგორ, უნდა გამოვიყენოთ. თქვენ ნახეთ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა ამ ფორუმზე, სადაც მან ძალიან სწორი აქცენტებით თავისი ადგილი მიუჩინა რუსეთს. რუსებმა თავის კოლეგებთან ერთად მოისმინეს ის, რაც არის საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია და აქ ვიცავთ ჩვენ ჩვენს პოზიციებს, მაგრამ ფორმა, ამ ფორუმის რაც მივიღეთ, იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს მოსახლეობას, რომ მთავრობაა თუ ოპოზიციაა, ვართ ერთიანი და რუსეთს კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ არ ექნებათ მათ კომფორტული ფორმატი არსად, რადგან ისინი არიან ოკუპანტები, არღვევენ საერთაშორისო სამართალს და ეს სულიერი თემა იქნება, პოლიტიკური თუ საერო, ყველგან უნდა მიიღონ პასუხი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)