|
2015-07-02 13:16:20, 559 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ჩოგოვაძე: საფრთხე, რომ თბილისში მომხდარი წყალდიდობა უარყოფით გავლენას მოახდენდა ტურისტების ნაკადზე, თავიდან ავიცილეთ
2015 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 496 758 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3%-ია. ივნისში ტურიზმის სტატისტიკა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა. მისი თქმით, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 197 537-ია, რაც 3.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, საფრთხე, რომ თბილისში მომხდარი წყალდიდობა და მსოფლიო მედიაში გავრცელებული დატბორილი ქალაქის კადრები უარყოფით გავლენას მოახდენდა ტურისტების ნაკადზე დიდი იყო, თუმცა მასშტაბურმა საერთაშორისო მარკეტინგულმა კამპანიამ დადებითი შედეგი მოიტანა. "კამპანია გულისხმობს ცხრა მიზნობრივ ბაზარზე ზაფხულის სეზონისთვის საქართველოს რეკლამილებას, ასევე CNN-სა და EURONEWS-ზე საიმიჯო რგოლის გაშვებას. გარდა ამისა, ვიმუშავეთ სპეციალური გეგმით კრიზისის პერიოდშიც. წყალდიდობის შემდეგ დაიგეგმა პრესტურები, სადაც უცხოელ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ, რომ მთავრობამ უმოკლეს ვადებში შეძლო აღმოეფხვრა სტიქიის შედეგები. ხორციელდებოდა მუდმივ რეჟიმში ინდივიდუალური კომუნიკაცია ტურისტულ კომპანიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან გამხორციელდა. მათზე მთლიანი ვიზიტების 86% მოდის. "ივნისის თვეში განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა რუსეთიდან (+47%), სომხეთიდან (+33%) და აზერბაიჯანიდან (+15%). არამეზობელი ქვეყნებიდან გამოირჩეოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ყაზახეთი (+40%), ბელორუსი (+56%), ისრაელი (+26%) და გაერთიანებული საამიროები, საიდანაც საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა", - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ. საერთაშორისო ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ ამ პერიოდში 2 332 303 შეადგინა. ზრდამ კი 3,5%. 6 თვის მონაცემებით ზრდის კუთხით გამოირჩევა ბელორუსი (+47%), ყაზახეთი (+32%), ლიტვა (+27%), გაერთიანებული სამეფო (+22%) და გერმანია (+18%). აქვე აღსანიშნავია ზრდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+12%).
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)