|
2019-06-13 19:07:57, 1847 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: „ოცნებამ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო
"აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ სამუშაო პროცესს, კერძოდ საშემოდგომო სესიაზე უკვე ცვლილებებს დავამტკიცებთ საარჩევნო კანონმდებლობაში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს სამუშაო ფორმატი ეუთოს რეკომედაციების მიხედვით შეიქმნა. "ამ რეკომენდაციებში შედის ისეთის საკითხები, როგორიცაა - საარჩევნო კამპანიის ორგანიზება, პარტიების დაფინანსება და გამჭირვალობა, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურა, საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერების დგომის საკითხი - ყველა ის თემა, 27 რეკომენდაციაა, რომელიც ბოლო თვეების და თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად გვესმოდა. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ სამუშაო პროცესს, კერძოდ საშემოდგომო სესიაზე უკვე ცვლილებებს დავამტკიცებთ საარჩევნო კანონმდებლობაში. სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უფრო მეტად მისმა განაყოფმა - „ევროპულმა საქართველომ“, საქმიანი პროცესის, სამუშაო ფორმატის და არგუმენტაციის ნაცვლად, ერთგვარი ფეხების ბაკუნის ტაქტიკა აირჩიეს, რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზულია და ამას საზოგადოება აუცილებლად შეაფასებს. შუალედურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციის ეს ნაწილი საკმაოდ დაბნეულია, ამიტომ არ მიკვირს რომ მათ დღეს კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს. მათ მოთხოვნები დღეს სრულიად დღეს სრულიად არასწორ კონტექსტსა და არასწორ ფორმატში გაჟღერდა, რადგან იცოდნენ, რომ ეს სამუშაო ჯგუფი კონცენტრირებულია ეუთოს რეკომენდაციების გარშემო, - დღეს მათ თქვეს, რომ პროპორციული არჩევნების საკითხი არის მათთვის პრინციპული და თუ ამაზე პასუხს ვერ მიიღებენ - მაშინ ამ პროცესს ემიჯნებიან. ვინაიდან შეხვედრა იყო დახურული, მინდა რამდენიმე დეტალს გავასაჯაროვებ. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ უთხრა, რომ ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ეხება, და როგორც ისინი ამბობენ 300 ათასი ხელმოწერით არის დაინიცირებული, განიხილება პარლამენტში სათანადო პროცედურით და კანონმდებლობის სრული დაცვითო - ეს იყო კობახიძის პასუხი. თუმცა მათ გარეთ მაინც გააკეთეს ის კომენტარები, რაც გააკეთეს. ერთ საკითხზე შეიქმნა სამუშაო პროცესი და „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე საკითხზე საუბრობენ. ჩვენს საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს და ვის სჯერა დღეს მათი რიტორიკისა და პათეტიკის? ყველას ახსოვს, რომ ეს ბატონები და ქალბატონები წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში. ჰქონდათ უმრავლესობა, ჰქონდათ მკაცრი ვერტიკალი; ყველანი ასრულებდნენ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებს, და თუ მათ გული შესტკიოდათ თითქოს ამ პროპორციულ სისტემას ძალიან გულშემატკივრობდნენ, რა ედგათ წინ? რატომ არ შეცვალეს როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ? პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადააწყვეტილება რეალურად მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და თანც მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ისე კი არ გავაკეთეთ როგორც ისინი აკეთებენ. ხელისუფლებაში როდესაც იყვნენ ხმა არ ამოუღიათ და ახლა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, როდესაც ოპოზიციაში არიან. მაგრამ საკონსტიტუციო რეფორმას მაინც არ დაუჭირეს მხარი, სადაც ეს საკითხი ჩვენ შეთავაზებული გვქონდა და ისევ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოვძებნეთ ჩვენს გუნდში საკმარისი კონსენსუსი და ხმები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“. რატომ აგებენ არჩევნებს ესეთი დიდი ანგარიშით. იმიტომ , რომ დღემდე რჩებიან იმ ძალად , იმ ტოქსიურ ძალად პირდაპირ გეტყვით , როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დღემდე უჭირთ თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და ეს გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ თავის თავზე, მათ მხოლოდ შეუძლიათ დემარში, მხოლოდ შეუძლიათ პროცესების დესტრუქცია და სხვათა შორის მერე როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ და რაღაც რეფორმებს ვაკეთებთ ისევ თვითონ ძალიან კარგად სარგებლობენ და იყენებენ იმ პროგრესს და ცვლილებებს რაც ქვეყანაში არის", - განაცხადა თალაკვაძემ.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)