|
2019-06-13 16:10:34, 1007 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დასაჩქარებლად ყველა ზომებს მივიღებთ
„ჩვენ მივიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დაჩქარდეს ამ კანონპროექტის განხილვა და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „მაუწყებლობის შესახებ"კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ცვლილებები, რომლებიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს, სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით, გადაწყვეტილებები დროულად არის მისაღები. „აქტუალური საკითხია. ამ თემაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სარჩევნო კუთხით, თუმცა, ამ საკითხის მნიშვნელობა საარჩევნო განზომილებას სცილდება. ინიცირებულია შესაბამისი კანონპროექტი, განიხილება შესაბამის წამყვან კომიტეტში. გეთანხმებით, რომ გაჩერებული იყო თვეების განმავლობაში ეს კანონპროექტი. ჩვენ მივიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დაჩქარდეს ამ კანონპროექტის განხილვა და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ვადასტურებ, რომ ბატონი კახა ბექაურის მიერ გაჟღერებული ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილებები მისაღები ამ მიმართულებით. წამყვან კომიტეტში ჯერჯერობით არ განხილულა, მიზეზებსაც მოვიძიებთ და შევეცდებით, რომ დავაჩქაროთ ამ საკითხის განხილვა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანაა, მოიძებნოს საუკეთესო ბალანსი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის საკითხი, რომელიც შესწავლას და კონსულტაციებს საჭიროებს. „სიძულვილის ენაც არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ამოცანა ზუსტად ის არის, რომ მოვძებნოთ საუკეთესო ბალანსი ადამიანის სურვილს შორის, რომ სიძულვილით ილაპარაკოს და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და ზოგადად, საზოგადოებაში. როცა ვსაუბრობთ, იგივე, პოლიტიკურ კულტურაზე, ვიდრე იქნება ამ მასშტაბით წარმოდგენილი მედიაში სიძულვილის ენა ან პოლიტიკაში სიძულვილის ენა, წარმოუდგენელია საუბარი პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე. ეს არის საზოგადოების პრობლემა. ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას, კონსულტაციებს და რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა, დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს კიდეც. მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)