|
2019-06-11 15:34:29, 1226 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ოპონენტები მოსახელეობის მხრიდან ნაკლებ მხარდაჭერას ხახვს, ნიორს, ფქვილს და ჰიპნოზსაც კი აბრალებენ
„ჩვენი ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს - ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი, ადამიანი, რომელიც ჩასჩურჩულებს მეორე ადამიანს 41 შემოხაზოს, ძველ ბიჭებს, რასაკვირველია, სხვა გარემოებებს და არა საკუთარ თავს“, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც მათ დაამჩნია წარსულმა, იქნება ეს ადამიანის უფლებების თუ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სხვა სფეროები, უფრო მეტიც, არათუ შეაფასეს საკუთარი თავი, არათუ შალვა შავგულიძის სახით ჩამოიცილეს ლაქები, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს თავად შალვა შავგულიძის რენომე, თუკი რაიმე კიდევ ჰქონდა შერჩენილი სააკაშვილთან ალიანსის შემდეგ. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ საზოგადოებამ გამოავლინა გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური ნიჭი, ცნობიერება, ვითარების შეფასების უფრო გაცილებით მაღალი უნარი, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია და ამჟღავნებს. „ცალკეული და ხშირად პროვოკაციული ვითარების მიუხედავად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს გაცილებით უფრო მეტი ურთიერთლოიალობა გააჩნია, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთის მიმართ. ეს აშკარად ჩანდა ყველგან, სადაც ჩატარდა არჩევნები და ყველგან, ვგულისხმობ დღევანდელ პარლამენტსაც. ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილისთვის უფრო მისაღებია ამ რთულ და წინააღმდეგობებით, გამოწვევებით აღსავსე გარემოში მართვის მექანიზმები ჰქონდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, განვითარების პერსპექტივას და არა რევოლუციურ სცენარებს, საღად აფასებს წარსულს და მიმდინარე პროცესებს" - განაცხადა ვოლსკიმ. მან მოუწოდა არჩევნებში გამარჯვებული მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადონ ამომრჩეველს . „ყველამ , რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში : მერებმა, საკრებულოების თავმჯდომარეებმა, პარლამენტის წევრებმა, მადლობა უნდა უთხრათ არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩევლებს, არამედ მათაც , რომლებმაც მხარი არ დაგვიჭირეს. ამისათვის გარკვეული მიზეზები გააჩნიათ, მაგრამ თავიანთი პოზიცია გამოხატეს საარჩევნო ყუთებთან და არა ამ ისტერიულ გამოხტომებზე აყოლით, რომელიც შემოგვთავაზა არამარტო ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და პიროვნებებმა, არამედ კონკრეტულმა საინფორმაციო საშუალებებმა, გამორჩეულებმა აგრესიით, უშვერი გინებით და უზნეობით. ახალგაზრდა, ნიჭიერი ჟურნალისტების ხარჯზე სურთ ჩამოაყალიბონ ზონდერ ჟურნალისტიკის ახალი ტრენდი", - განაცხადა ვოლსკიმ.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)