21:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 23:48:54, 1239 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა

„მინდა მივულოცო  ლადო კახაძეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. საბოლოოდ შეიძლება უკვე ითქვას, რომ შედეგი, რომელიც ლადო კახაძემ მიიღო,  62%-ს არ ჩამოცდება.  შესაბამისად, სხვაობა არის ძალიან დიდი. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც  ალტერნატივა არ ჰქონდა“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

 მისი თქმით, მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველმა ყველაფერი კარგად დაინახა და გაანალიზა.

 „ამის შედეგია ის ციფრები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მადლობა ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ბატონ ლადო კახაძეს დაუჭირა მხარი. ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე წინასწარ პროგნოზს, საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს  ამის თაობაზე და ამ შემთხვევაში, ჩვენს წინასწარ პროგნოზს პრაქტიკულად დაემთხვა შედეგი, რომელიც მივიღეთ. შეიძლება იყო მცირე ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგზე. რეალურად დაიდო ის შედეგი, რომელიც აჩვენა მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველმა ანუ ამომრჩეველმა გამოხატა საკუთარი ნება და ამას ასახავს ის ციფრები. თუ სადმე არის რაიმე კონკრეტული გადაცდომა, კანონდარღვევა ან სხვა, ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთვებიან და ისინი გასცემენ ყველაფერს პასუხს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 რაც შეეხება ამომრჩევლის მობილიზებას, ირაკლი კობახიძის თქმით,  ეს ხდება კანონის ჩარჩოებში და მნიშვნელოვანია იმისთვის,  რომ არჩევნებს ჰქონდეს მაქსიმალური ლეგიტიმაცია.

 „ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად და უზრუნველვყოფთ ამომრჩევლის მისვლას საარჩევნო უბნებზე. უბანზე ყველას აქვს საკუთარი ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება და ეს არის მთავარი. მთავარია ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გაააკეთოს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics