21:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 12:46:04, 1254 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: „ოცნება“ პანიკაშია - „ძველი ბიჭების“ დახმარებით, აგრესიული ვითარების შექმნას ცდილობს

შეშინებული ხელისუფლება პანიკაშია, - ამის შესახებ ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ელენე ხოშტარია, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე ხელისუფლებას კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები ჰყავს მობილიზებული.

„მეორე ტურში, როგორც ჩანს, შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა და აბსოლუტურად ყველა უბანზე ჰყავთ მობილიზებული მთელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ „ძველ ბიჭებთან“, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან და ცდილობენ შექმნან აგრესიული ვითარება, რაც, რა თქმა უნდა, მათ უსუსურობაზე და სიმხდალეზე მიუთითებს. მინდა წარმოგიდგინოთ ორი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირდაპირ უბნის წინ ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ შემოხაზოს 41. ეს ხდება მე-18 უბანზე. ეს ვითარება მეტყველებს მხოლოდ ერთზე - ხელისუფლება არის საშინელ პანიკაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics