20:06 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 10:19:10, 957 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური და არ უყვართ, როდესაც ერთი კანდიდატი დიდი უპირატესობით იგებს

 „პირველი ტურის დროს, მოგახსენეთ მე, რომ ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა იქვე ავღნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირიატესობით გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, პირველი ტური მძაფრი კონკურენციის პირობებში, თუმცა ევროპული სტანდარტით ჩატარდა, რაშიც წვლილი ორივე ოპონენტ მხარეს მიუძღვის.

„წინა ჯერზე, პირველი ტურის დროს, მოგახსენეთ მე, რომ ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა იქვე ავღნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირიატესობით გაიმარჯვებს რაც ვნახეთ კიდევ და დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შეიძლება გავუსვა ხაზი დამატებით მეორე ტური მთაწმინდაზე დემოკრატიულობის მაჩვენებელია, ეს კარგია, იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური. ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი, მთაწმინდა ამ მხრივ, შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი, ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ აკვირდებოდით წინა არჩევნებს, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა და შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები იყო, ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათანობით ჩვენ უნდა განვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics