06:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 14:02:21, 1501 ნახვა

სამართალი
თავდასხმა სოფელ ხიდისყურში - საკუთარი სახლის ეზოში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი, დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

საკუთარი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი, დაჭრეს.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საოზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა). დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics