20:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 12:01:48, 974 ნახვა

პოლიტიკა
სალაძე: სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანდიდატების უმრავლესობა მოთხოვნებს საერთოდ არ შეესაბამებოდა.

მისი შეფასებით, ერთადერთი კონკურსანტი, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ლონდა თოლორაიაა.

„მოწვეული იყო კანდიდატები, რომლებსაც საერთოდ აბსოლუტურად შეხება არ ჰქონდა ამ პროცესთან, თუ მათ სამოტივაციო ნაწილს გადახედავთ, ხოლო დანარჩენი კანდიდატების შემთხვევაში, გარდა ერთისა, არცერთი მათგანი არ საუბრობდა იმ სავალდებულო, ვთქვათ, საკითხებზე, რომლებიც სამოტივაციო წერილში უნდა ყოფილიყო ასახული. თავისთავად, დებულების დარღვევის მიხედვით კომისიის მხრიდან გასაუბრებაზე კანდიდატების მოწვევა აძლიერებს ეჭვს, რომ კონკურსი ყოფილიყო ფორმალური ხასიათის. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა გასაუბრებაზე მოწვევას, ეს იყო ქალბატონი ლონდა თოლორაია“, - განაცხადა სულხან სალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics