2019-06-05 15:35:44, 2066 ნახვა
რეგიონი
გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს შუახევში დასუფთავების აქცია მოეწყო
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შუახევის თვითმმართველობის ინიციატივით მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა საახალდაბოსა და ხიჭაური- ზამლეთის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია.
წელს, გარემოს დაცვის დღის მთავარი სლოგანია ,,შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით".
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნის მიზანია ავამაღლოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იზრუნოს სუფთა ეკოლოგიურ გარემოზე, იზრუნოს გარემოსდაცვითი მდგრადი განვითარების მხარდაჭერაზე. რაც მთავარია, უნდა განვახორციელოთ სლოგანი ,,შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით".
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,