17:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 15:56:44, 1281 ნახვა

პოლიტიკა
ნანა კოსტავა, შესაძლოა, პარტია „კონსერვატორებიდანაც“ გარიცხონ

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს, რომ დეპუტატი ნანა კოსტავა პარტია „კონსერვატორებიდან“ გარიცხონ.

როგორც ლატარიამ განმარტა, აღნიშნულის შესახებ ის პარტიის ლიდერს ზვიად ძიძიგურს უკვე ესაუბრა და საკითხზე მსჯელობა იქნება.

„კიდევ ერთხელ ვგმობ ნანა კოსტავას იმ ცნობილ განცხადებას, რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. მის ამ განცხადებას ემიჯნება გუნდიც. ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა საკრებულოს, მან დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე დაატოვებინეს გენდერული საბჭო, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მე და ზვიად ძიძიგურს არაერთხელ გვქონდა ამის შესახებ საუბარი. გაირიცხება თუ არა კოსტავა პარტიიდან, პარტიის ლიდერები იმსჯელებენ", - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics