2019-06-04 13:40:59, 1794 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი კალანდიას დაკავებაზე: ნუ ვიჩქარებით, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც უნდა დავიცვათ
"ნუ ვიჩქარებით, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც უნდა დავიცვათ", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კანალდიას დაკავების ფაქტს.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ როგორ ჩატარდა ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება.
"ამ საქმეს ახლდა სირთულეები. იმ პერიოდში მოცემულობა იყო სულ სხვა. შემდეგ გამოძიების ინტენსივობამ განაპირობა ბევრ კითხვაზე პასუხიბის გაცემა. ნუ ვიჩქარებით, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც უნდა დავიცვათ. ჯერ ვნახოთ როგორ იყო და შემდეგ შესაბამი სტრუქტურები იმსჯელებენ გამოძიების ხარისხზე, რომელიც ჩატარდა ადრე, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ვფიქრობ ადრე თუ გვიან უნდა გავიდეთ სამართლიან გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან