2019-06-03 18:16:46, 1423 ნახვა
რეგიონი
დედოფისწყაროში, 13 წლის მოსწავლე 82 წლის მასწავლებელს სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, 13 წლის მოსწავლე 82 წლის მასწავლებელს სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს
უწყების ცნობით, 82 წლის მასწავლებელი მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარს ახორციელებდა.
ამასთან, გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო.
„გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან