04:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 15:11:18, 1371 ნახვა

კომენტარი
არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს

დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის, გ.ჯ-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.

ადვოკატის განმარტებით, გადაწყვეტილებას აბსურდულს ის ფაქტი ხდის, რომ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული ორ პირიდან  ერთი გამართლდა, ხოლო მეორეს შემთხვევაში დადასტურდა, რომ მსხვერპლი მისი დანით არ მოუკლავთ, 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. ჩვენ ახლა გავიგეთ, რომ აღნიშნული პიროვნება, არასრულწლოვანი, დამნაშავედ ცნეს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის. ეს არის სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება, სრულიად აბსურდული განაჩენი. მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე მხოლოდ და მხოლოდ ორ პირს ედავებოდა ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას და აქედან ერთი პიროვნება , ფაქტობრივად, სრულად გამართლდა,  როდესაც მეორე პიროვნებასთან დაკავშირებით უტყუარად დადასტურდა, რომ დავით სარალიძე მეორე პიროვნების დანით არ არის მოკლული, აბსოლუტურად აბსურდულია სასამართლოს განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე არასრულწლოვანმა ჩაიდინა ჯგუფურად განზრახ მკველობა“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ "ტვ პირველის" ეთერში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics