17:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-02 13:29:58, 933 ნახვა

პოლიტიკა
ავსტრიის ელჩი - არის ერთი ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ დასავლეთის ნაწილი იყოს და არსებობს მეორე ჯგუფი, რომლებიც დინოზავრებს ჰგვანან

ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო იმ ფაქტორებზე საუბრობს, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.  - ამის შესახებ ავსტრიელმა დიპლომატმა ბიზნეს მედია ჯორგიას განუცხადა.

"იცით, მე ვფიქრობ რომ საქართველოში თაობათა კონფლიქტია, რადგან აქ არის ერთი ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ დასავლეთის ნაწილი იყოს და არსებობს მეორე ჯგუფი, რომლებიც დინოზავრებს ჰგვანან და სულ სხვა ღირებულებები აქვთ, რითიც რაც ყველაზე მნიშნველოვანია, აფერხებენ სწორედ პირველი ჯგუფის წისვლასა და განვითარებას. 

პირადად ავსტრიის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება და გამკლავება, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ნაკლებობა ჰქვია. სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს, საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე. პრობლემაა ისიც, რომ აქ სიმართლეს იშვიათად გეუბნებიან. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, გამოვყოფდი პრობლემას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან აქ ჩვენ ხშირად ვაწყდებით გამჭვირვალობის არარსებობას გადაწყვეტილებების მიღებისას. 

და ბოლოს, მაინც იმით დავასრულებდი ამ კითხვაზე პასუხს, რომ ძირითად პრობლემას ისევ და ისევ თაობებს შორის პრიორიტეტების თვალსაზრისით არსებულ შეუთანხმებლობაში ვხედავ, რაც აღვივებს საბჭოთა ნარატივს და ამგვარ მიდგომებს ამკვიდრებს ქვეყანაში", – განაცხადა ელჩმა BMG–სთან ინტერვიუში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics