16:34 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 14:48:41, 921 ნახვა

პოლიტიკა
„პრემიერისგან კითხვებზე პასუხის ნაცვლად გაუბედაობა და სადღეგრძელო მივიღეთ“ - გოგიჩაიშვილმა სხდომა დატოვა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ სხდომაზე დასწრების აზრს ვერ ხედავს, რადგან პრემიერს კითხვებზე პასუხის გაცემის გამბედაობა არ გააჩნია. 

"ინტერპელაცია მესმის, მაგრამ პრემიერ-მინისტრს თვითონ უნდა უჩნდებოდეს სურვილი, რომ "იცით რა, ხალხო, მე მოვედი საქართველოს პარლამენტში, სადაც არის იმ ხალხის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენ აგვარჩიეს. მე გაგცემთ თქვენ პასუხებს, ინტერპელაციას მოვრჩები და გავაგრძელოთ პროცედურები, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ ", - მაგრამ არა, და როდესაც  ჩვენ  ვხედავთ ასეთ გაუბედაობის, უპასუხისმგებლობას,  სადღეგრძელოს, რომ "ჩვენ საპარლამენტო ცხოვრება გავაძლიერეთ" და უხარიათ მერე ამას რომ ამბობენ, ადამიანს პროტესტი გიჩნდება. თავიდან სხდომა მხოლოდ იმიტომ არ დავტოვე, რომ ამ კითხვების დასმა მინდოდა: სად არის აზარტულ თამაშებზე რეგულაციები, რატომ ვერ ბედავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც პირობა მისცა საზოგადოებას, რომ მე ამას შემოვიტან; რატომ დანიშნა თანამდებობაზე ძალიან ცუდი რეპუტაციის მქონე ადამიანი, ნათია თურნავა, რომელსაც, სავარაუდოდ, მექრთამე გამოცდილება აქვს, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში მუშაობდა, ხშირად გვევლინებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან სერიოზულ შემწირველად, რომელიც ყოველთვის იმ ადამიანების გავლენის ქვეშ იყო, რომლებიც ახრჩობენ ქართულ ეკონომიკას, ის ოდიოზური ბიზნესმენები, რომლებზეც ჩვენ 7 ივნისს,  აუცილებლად სახელებით და გვარებით ვისაუბრებთ; რატომ გაუშვა გიორგი ქობულია; რა ხდება დავით გარეჯთან დაკავშირებით; ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ პოლიციას არ შეუძლია დააკავოს ადამიანები, რომლებმაც დაწვეს პოლიციის ბეტეერი და მანქანები, უკანონობა ჩაიდინეს და მერე თითი უქნიეს, აბა თუ ბიჭები ხართ, დაგვიჭირეთო, რა ხდება, რა სახელმწიფოს ვაშენებთ?! რა ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ  ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციის ნებართვა გაიცა და გამოდის ეკონომიკის მინისტრი და ამბობს, რომ თურმე მე არ მცოდნია ამის შესახებო, საერთოდ რა მმართველობასთან გვაქვს საქმე?! ეს კითხვები მქონდა და  პრემიერი ვერ ბედავს ამაზე პასუხის გაცემას", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics