|
2019-05-31 13:02:09, 1014 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - მშობლიური ენა ჩვენი იდენტობის საყრდენია
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონფერენცია „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ენის როლზე, მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის შენარჩუნების აუცილებლობასა და ეროვნულ უმცირესობების სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციისათვის სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,სახელმწიფო ენის დაცვა ჩემი კონსტიტუციური ვალდებულებაა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი სიამაყეა. ენა სახელმწიფოს მთავარი შემადგენელი ნაწილია. ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ენა საზოგადოების გამაერთიანებელია. ენის მეორე მთავარი მახასიათებელია ის რომ, ენა ერის კულტურის მატარებელია. ენის გარეშე კულტურა არ არსებობს. ენების წინაშე დღეს მთავარ გამოწვევას გლობალიზაცია და ტექნოლოგიები ქმნიან. ქართული ენა საზღვარგარეთ სახელმწიფოს დროშაა. ქართული დამწერლობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ენის ცნობადობა იზრდება. ჩვენი მიზანია ქართული კულტურითა და ლიტერატურით, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორასთან მიმართებაში ენის შენარჩუნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქართული დიასპორა ენას დაკარგავს, თავად დიასპორაც დაიკარგება. ,,დიასპორის აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში დამოკიდებულია ენაზე. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ დიასპორა ჩართული იყოს დისტანციური სწავლების პროგრამებში და გახდეს ხიდი სხვა ქვეყნებთან და საზოგადოებასთან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ ს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა არ დაკარგონ საკუთარი ტრადიციები და მშობლიური ენა, მაგრამ ამავდროულად საჭიროა, ქართული ენა მათთვისაც გახდეს მშობლიური ენა. პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა, ეროვნულ უმცირესობებს ჰქონდეთ ყველა საშუალება შეისწავლონ ენა. ენის სწავლება საბავშვო ბაღებიდან უნდა იწყებოდეს და სკოლებსა და უნივერსიტეტებში გრძელდებოდეს. სახელმწიფო ენის ცოდნა უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს მეორე სახელმწიფო ენა - აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ,,26 მაისის სიტყვის შემდეგ, აფხაზეთის ე.წ. იქაური მთავრობისაგან იყო რეაქცია, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება და არ მიმდინარეობს რუსიფიკაცია. მათი რეაქცია ცხადყოფს, რამდენად მართალია ეს მძიმე ანალიზი. აფხაზური ენა ასევე ჩვენი დასაცავია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. კონფერენცია „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ ერთობლივად მოამზადა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)